„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი პაატა მანჯგალაძე:
“იმის შესახებ ლაპარაკი, რომ ოპოზიცია გასაცოდავებულია, ბიძინა ივანიშვილს აწყობს. რა თქმა უნდა, ოპოზიციას ბევრი აქვს საკრიტიკო, მაგრამ ქვეყანაში არაფერი ხდება, ამაზე საუბარი მგონი არასწორია იმიტომ, რომ ეს აწყობს ბიძინას, ის არის უალტერნატივო, სხვა ყველა ცუდია, ყველა გაპარტახებულია, იყოს ბიძინა და იყოს „კარგად“ საქართველო, ეს რეალობა იქნება. ამიტომ, ამას შთააგონებენ ყოველდღე ხალხს „ქართული ოცნების“ ლიდერები, კი არის ცუდი „ქართული ოცნება“, კი არის ცუდი სიღარიბე, კი არ არის სამუშაო ადგილები, კი გარბიხართ მექსიკაში, მაგრამ ჩვენი შემცვლელიც არავინ არის და ისე იყოს, როგორც არის. ამ სტერეოტიპს, ასეთ უიმედობას ნერგავენ საზოგადოებაში და ამას უნდა ვუპასუხოთ ყველამ აქტიური ქმედებითა და თავდადებით“,- განაცხადა მანჯგალაძემ.