“გირჩის” ერთ-ერთი ლიდერი, ალექსანდრე რაქვიაშვილი:
“მე მგონი, უბრალოდ, ნიკა მელია არ შეესაბამება თავის თანამდებობას და ასეთ დიდ ოპოზიციურ პარტიას ბევრად უფრო პასუხისმგებლობით აღჭურვილი ადამიანი უნდა ჰყავდეს. მითუმეტეს როცა ასეთი შიდა დაპირისპირება იწყება და გარჩევა ვინ ვის უნდა აფინანსებდეს, როგორ უნდა აფინანსებდეს, აფინანსებდეს თუ არა, ეს უბრალოდ მიუთითებს რომ პარტიაში ჩამოშლილია შიდა მართვის მექანიზმები, რაზეც ცხადია რომ ნიკა მელიაა პასუხისმგებელი. ამიტომ, მე მგონია ზოგადად ოპოზიციისთვის უკეთესი იქნება ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში სწრაფად დაასრულონ ეს შიდა დაპირისპირება,” – აცხადებს რაქვიაშვილი.