გაქცევა პუტინისგან – ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა

Новая газета Европа-ს ინფორმაციით, ნაწილობრივი მობილიზაციის გამოცხადების შემდეგ რუსეთი 261 000-მა მამაკაცმა დატოვა.

გამოცემის წყაროს ცნობით, დიდი ალბათობით, უახლოეს მომავალში უსაფრთხოების ძალები და თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები დაარწმუნებენ პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს რუსეთის ფედერაციიდან გასასვლელის დახურვის აუცილებლობაში. როდის მოხდება ეს, ჯერჯერობით გაურკვეველია. მაგრამ ბევრი რუსი პოლიტიკური დამკვირვებელი თვლის, რომ ეს მალე მოხდება.

გამოცემა Важные истории-ის ინფორმაციით, რუსეთი სამხედრო ასაკის მამაკაცებისთვის საზღვრის ჩასაკეტად ორშაბათს, 26 სექტემბერს ემზადება,​

 

Медуза-ს ცნობით კი საზღვარი 28 სექტემბერს დაიკეტება.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share