მისი თქმით, თხილის მოსავლის შემცირების მიზეზი სეზონური წვიმები გახდა.
„შარშან 55 ათასი ტონა იყო თხილის მოსავალი, რაც საკმაოდ კარგი შედეგია. ფასიც გასულ წელს წლევანდელისგან განსხვავებით უფრო მაღალი იყო. წელს, თხილის სექტორზე ძალიან ცუდი გავლენა იქონია, ივნის-ივლისის პერიოდში დასავლეთ საქართველოში გადაუღებელმა წვიმებმა. ამან, ერთის მხრივ მოსავლის რაოდენობრივი შემცირება გამოიწვია, ასევე მისცა ფაროსანას გამრავლების საშუალება, რადგან სამწუხაროდ, გეგმიური წამლობები სახელმწიფოს მხრიდან ვერ განხორციელდა. ვერც ფერმერები იყვნენ საკმარისად აქტიურები და 30%-იანი დანაკლისი გვაქვს მოსავალში.
აქ მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ფერმერების მოსავალი, რომლებმაც განახორციელეს და რომლებმაც არ განახორციელეს წამლობები, მნიშნელოვნად განსხვავდება. დღეს, ბაზარზე თხილის ფასი, სამწუხაროდ, ძალიან დაბალია. ეს მხოლოდ ხარისხზე არ არის დამოკიდებული. კავშირშია ლარის გამყარებასთანაც. მაგრამ ხარისხი მნიშვნელოვანი ფაქტორია. ამიტომ მოვუწოდებთ ყველას, ჩაატარონ წამლობები, გვყავს ფერმერები, რომელთა პროდუქციაც 3-დან 4.40 ლარამდე ღირს და გვყავს ფერმერები, რომელთაც თხილის რეალიზაციის საშუალება აქვთ 6-7 ლარში“, – განაცხადა ჭითანავამ „ბიზნეს პალიტრაში“.