„მამლუქის“ გოჩა 76 წლის ასაკში გარდაიცვალა

76 წლის ასაკში გარდაიცვალა  ქართული ფილმის, „მამლუქის“ გმირი  ვაჟა ჯოჯუა – პატარა გოჩა. ამის შესახებ ინფორმაცია, „პრაიმტაიმს“, მისმა მეუღლემ, იამზე კიკალიამ მიაწოდა.

მას შემდეგ, რაც ისტორიული ჟანრის ქართული ფილმის „მამლუქის“ ერთ-ერთი მთავარი გმირის, ხვიჩას – დავით დანელიას შესახებ სტატია გამოვაქვეყნეთ, საზოგადოების მხრიდან დიდი გამოხმაურება მოჰყვა. „პრაიმტაიმის“ მკითხველი მეორე „მამლუქის“, გოჩას მოძებნას ითხოვდა. რა თქმა უნდა, ჩვენ მათ ეს თხოვნა შევუსრულეთ.

ფილმი „მამლუქი“ გადაღებულია სტუდია „ქართული ფილმის“ მიერ, რომელიც პირველად ეკრანებზე ზუსტად 60 წლის წინ, 1959 წლის 3 ნოემბერს გამოჩნდა.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share