„ნატოში“ გაწევრიანების პერსპექტივა – თაკო ჩარკვიანის თქმით, კობახიძემ რუსულ ვექტორზე არ უნდა ჩაგვტოვოს და ყველამ ერთად უნდა მოვთხოვოთ მმართველ გუნდს „ნატოში“ გაწევრიანებისთვის მკვეთრი ნაბიჯები გადადგას.
”21-ე საუკუნეა და ამ მაჩანჩალა ხელისუფლებამ ყველაზე მაჩანჩალა ადგილი მიუჩინა ჩვენს სამშობლოს. სირცხვილი არ არის? უნდა მოვითხოვოთ ნატოში გაწევრიანება, აბა რა უნდა ვქნათ?! აბა რუსულ ვექტორზე უნდა ჩაგვტოვოს, ტვინის ხვეულებით ხუჭუჭა კობახიძემ? სირცხვილი არ არის?“ – ამბობს ჩარკვიანი.
გუშინ რუსეთმა უკრიანის ტერიტორიების ანექსია ოფიციალურად გამოაცხადა.
უკრაინამ ამის შემდეგ ნატოში დაჩქარებული წესით მიღების შესახებ განაცხადის შეტანა დააანონსა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსული ანექსია განცხადებით დაგმო და თქვა, რომ დაირღვა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური პრინციპები.
თუმც,ა ოფიციალური თბილისი არ ამბობს, თავადაც გამოიყენებს თუ არა შანსს და გააკეთებს თუ არა ქვეყანა განაცხადს „ნატოში“ ინტეგრაციაზე.
მმართველი გუნდის ლიდერის ირაკლი ქადაგიშვილი კი ფიქრობს, რომ ჯერ „ნატოში“ გაწევრიანებისთვის მზად არ ვართ და ყველაფერი კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ.
ტვ პირველი