“EU-ს წევრობა სუვერენიტეტის ნაწილის დათმობას გულისხმობს…” – ამის შესახებ POSTV-ის ეთერში “ოცნებიდან” წასული ე.წ. ამბოხებული დეპუტატი სოზარ სუბარი საუბრობს.
”სუვერენიტეტზე როცა ვლაპარაკობთ, 21-ე საუკუნეში განსაკუთრებით, აბსოლუტურად სუვერენული სახელმწიფო არ არსებობს, რომ ჩვენი მიზანი არის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ბუნებრივად ეს გულისხმობს სუვერენიტეტის გარკვეული ნაწილის დათმობას.
განსაკუთრებით ევროკავშირის შემთხვევაში, ეს ძალიან სერიოზულ დათმობას გულისხმობს სუვერენიტეტისას და ამაზე ბრძოლა თვითონ ევროკავშირის შიგნითაც არის, ყოველდღე ვხედავთ, ბრიტანეთი სწორედ ამის გამო გავიდა, იქ პოლონეთი, უნგრეთი, უამრავი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს თავისი ეროვნული სუვერენიტეტი შეინარჩუნოს…
მაგრამ, ამავე დროს, როცა ამაზე მიდიხარ, სუვერენიტეტს თმობ შენი ნებით, მაგრამ სამაგიეროდ იღებ დივიდენდებსაც, ეს არ არის მხოლოდ ეკონომიკა, ეს არ არის მხოლოდ საერთო ბაზარი, ეს არის გარკვეული ღირებულებებიც, ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში და ა.შ,” – ამბობს ის.