იდენტიფიცირებულია „ოცნების“ მაღალჩინოსანი, რომელსაც 4 ათას ლარამდე ხელფასი აქვს, თუმცა ოჯახს სოციალური დამხარება დაუნიშნა.
ყველაზე გაჭირვებული ხალხის ფულის მითვისებაში ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეა ბრალდებული.
ირკვევა, რომ სოციალურ შემწეობას მაღალჩინოსნის ოჯახი სისტემატურად იღებს და ეს მაშინ, როდესაც ამ დახმარების მისაღებად უკიდურესად გაჭირვებულ ადამიანებს წლობით რიგში დგომა უწევთ.
დავით კიკნაძეს ამ ფაქტის აღიარება საკრებულოს ხმაურიან სხოდმაზე მოუწია, სადაც ოპოზიცია ამტკიცებდა, რომ სოციალურ დახმარებას „ოცნების“ სხვა მაღალჩინოსნების ოჯახებიც იღებენ.
ამ განცხადებებს საკრებულოში დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.
ასევე აღსანიშნავია, რომ საჯარო სამსახურში ასევე დასაქმელია კიკნაძის მეუღლე ია ტაბატაძე. ის არის ხარაგაულის მერიის ფინანსისტი და მისი წლიური შემოსავალი არის 8000 ლარამდე.
დავით კიკნაძე სატელეფონო ზარებს არ პასუხობს. მისი მეუღლე კი კითხვებს აგრესიული ხვდება.
„არ ვაკეთებ ამ საკითხზე კომენტარს და თუ შეიძლება, მიბრძანდით აქედან“.- ამბობს ტაბატაძე.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე და სოციალური სააგენტოს ხელმძღვანელი აღნიშნულ ფაქტს იმით ამართლებენ, რომ იმ დროს, როდესაც დავით კიკნაძის ოჯახს სოციალური დახმარება დაენიშნა, კიკნაძე საკრებულოში დასაქმებული არ იყო.
ტვ პირველი