რომელ ქვეყანას აქვს მსოფლიოში ყველაზე მეტი ბირთვული ქობინი

ბირთვული კატასტროფის საფრთხის ზრდის პარალელურად უფრო მეტად იზრდება ინტერესი, რომელ ქვეყანას აქვს უფრო ძლიერი შეიარაღება და რა მასშტაბის შეიძლება იყოს საფრთხე ყველაზე ცუდი სცენარის შემთხვევაში.

World of Statistics-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, მსოფლიოში ყველაზე მეტი ქობინი რუსეთს აქვს. სამეულში არიან აშშ და ჩინეთი.

ბირთვული ქობინების (სატყორცნი იარაღი) რაოდენობა ქვეყნების მიხედვით ასე გამოიყურება:

  • რუსეთი – 5 977
  • აშშ – 5 428
  • ჩინეთი – 350
  • საფრანგეთი – 290
  • დიდი ბრიტანეთი – 225
  • პაკისტანი – 165
  • ინდოეთი – 160
  • ისრაელი – 90
  • ჩრდილოეთ კორეა – 20

ინფორმაციისთვის, ქობინი ეწოდება შეიარაღების ნაწილს, რომელიც სატყორცნი იარაღის (როგორიცაა რაკეტული იარაღი, ტორპედო, ბომბი ან სხვა) წინა მხარესაა განლაგებული. ის შეიცავს ბირთვულ ან თერმობირთვულ სისტემას, ფეთქებად ნივთიერებას, ქიმიურ ან ბიოლოგიურ აგენტებს ან ინერტულ მატერიას, რომლის მიზანია, სამიზნესთვის ზიანის მიყენება.

world-nuclear-forces-2022-1024x583-1664954297.png

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share