”დღეს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე იყო დიდწილად მზიანი ამინდი. ტერიტორიის დიდ ნაწილზე იყო დაახლოებით 20 გრადუსი სითბო და მზე. სამწუხაროდ ყირიმში იყო მოღრუბლულობა, თუმცა ასევე სითბო. როგორიც არ უნდა იყოს ღრუბლები, უკრაინელებმა იციან, რა გააკეთონ. და იციან, რომ მომავალი არის მზიანი. ეს არის მომავალი ოკუპანტების გარეშე. მთელს ჩვენს ტერიტორიაზე. ყველა რუს სამხედროს ვაძლევთ გარანტიას, რომ თუ ისინი ნებაყოფლობით დაყრიან იარაღს და ტყვედ ჩაბარდებიან, მათ სიცოცხლეს შევუნარჩუნებთ. უკრაინა ყოველთვის ემორჩილება ყველა საერთაშორისო ნორმას და კონვენციას. რაიმე სხვა ვარიანტს, რომლის იმედიც შეიძლება ოკუპანტებს ჰქონდეთ, არ ვუტოვებთ. და მე კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი ყველა უკრაინელს, რომელიც ომობს და მუშაობას იმისთვის, რომ უკრაინაში იყოს მშვიდობა – იმისათვის, რომ ჩვენი მიწა განთავისუფლდეს.”
განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში.