“რა დააშავა მიხეილ სააკაშვილმა ისეთი….რაც არ დაუშავებია ბიძინა ივანიშვილს? – მურმან დუმბაძე

„მთავრობა ამას იტყვის (უარი მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებაზე), მაგრამ ისე უნდა გავაკეთოთ საქართველოს მოსახლეობამ, რომ მისი ეს განზრახვა ვერ ასრულდეს“ – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია ,,ტვ პირველის“ ეთერში პარტია „მეამბოხე საქართველოს“ ლიდერი მურმან დუმბაძე, მმართველი გუნდის უარს, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში ექსტრადირებასთან დაკავშირებით.

დუმბაძის თქმით მიხეილ სააკაშვილის ამ მდგომარეობაში ყოფნა უმეტესწილად ოპოზიციის ბრალია, რადგანაც მან ვერ მოახდინა საზოგადოებასთან სწორი კომუნიკაცია, გარდა ამისა დუმბაძე ვერ ხედავს ოპოზიციის პარლამენტში ყოფნის აზრს და აცხადებს რომ საპარლამენტო ოპოზიციამ პარლამენტის ბოიკოტირება უნდა მოახდინოს, ხოლო შემდგომ სამოქმედო გეგმას კი ოთხ პუნქტად ყოფს.

„რას ნიშნავს რომ არ იქნება გადაყვანილი და რას ნიშნავს, რომ ავადმყოფს არ ვუმკურნალებთ? თუ მოქალაქე ამას კარგად გაზიარებს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ნუ სარგებლობენ იმით, რომ უზარმაზარი რაოდენობა ადამიანებისა გასული არიან საქართველოდან 2012 წლის შემდგე და ქვეყანაში უფრო მეტად პენსიონერები და ნაკლებად აქტიური ადამიანები დავრჩით. მაგრამ ვინც აქ ვართ დარჩენილი იმათ უნდა ამოვიღოთ ხმა, რას ნიშნავს 21-ე საუკუნის პირველი მეხუთედი მიილია და ჩვენ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები გვყავს. რა დააშავა მიხეილ სააკაშვილმა ისეთი რაც არ დაუშავებია ბიძინა ივანიშვილს? მოქალაქეების აქტიურობა გვაკლია, მაგრამ ყველაზე დიდი საყვედური ეკუთვნის ჩვენს პოლიტიკოსებს, არსებობს მოქალაქეების მობილიზების ერთადერთი გზა, შენც ისე უნდა იცხოვრო, როგორც მოქალაქეებმა. 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ რა საჭიროა პარლამენტში ოპოზიციის ყოფნა?

ბათუმში დაამარცხა ოპოზიციამ ხელისუფლება მაგრამ, მაინც ოცნებაა მმართველობაში იმიტომ, რომ გააყალბა არჩევნები, ზოგიც მოისყიდა და ზოგიც მოკლა. ოპოზიციურმა ნაწილმა უნდა მიიღოს გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონდე გადაწყვეტილება. შეცდომას ყველა ვუშვებთ, მაგრამ ეს უნდა გამოსწორდეს და ამის რამდენიმე გზა არსებობს:

პირველი, საქართველოს პარლამენტი უნდა დატოვოს ოპოზიციამ, ვინც დარჩება ის არის რუსეთის მთავრობის მოთანამშრომლე ოპოზიცია, რადგანაც ჩვენ პრორუსული მთავრობა არ გვყავს, ჩვენ გვყავს რუსული მთავრობა.

მეორე, აჭარის უმაღლესი საბჭოც დავტოვოთ.

მესამე, ყველა საკრებულოდან გამოვიდეთ უკლებლივ.

 

მეოთხე, ზრუნვა იმაზე, თუ როგორ უნდა მოვუყაროთ თავი ადამიანებს და მოვახერხოთ მობილიზაცია ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებისთვის, ისე უნდა მოხერხდეს, რომ ემიგრაციაში მყოფმა ადამიანებმა მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში“, – განაცხადა დუმბაძემ.

cnews.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share