დეოლიგარქიზაცია საქართველოში პირველ რიგში გულისხმობს დებიძინიზაციას – ევროპარლამენტარი

”როცა ევროპარლამენტის წევრები საუბრობენ დეოლიგარქიზაციაზე საქართველოში – ეს უკვე აღნიშნულია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა ხმების უმრავლესობით მიიღო. ამ რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილი პერსონალურად იყო აღნიშნული. ევროპარლამენტმა მოითხოვა სანქციები სწორად ბიძინა ივანიშვილზე. ქართული ოცნება თავს აჩვენებს, რომ არ ესმის ზუსტად თუ ეს რას ნიშნავს და ახდენს ევროპული კომისიის მოსაზრებების მანიპულაციას. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მანიპულაცია და თავის მოჩვენება, თითქოს არ ესმით რა ხდება რეალურად, არ დაეხმარება საქართველოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაში.

აღარ არის ის დრო, როცა ვთქვათ საბჭოთა პერიოდში მთავრობას შეეძლო მოსაზრებების მანიპულირება, ევროკავშირში მსგავსი მანიპულაციები არ არის დასაშვები. რა თქმა უნდა ყველას ესმის, რომ დეოლიგარქიზაცია საქართველოში პირველ რიგში გულისხმობს დებიძინიზაციას და უფრო და უფრო მეტი ადამიანი იაზრებს ამას. ეს არის ერთ-ერთი უმთავრესი დაბრკოლება საქართველოსთვის” –

განაცხადა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ სოფო ზურაბიანის პოლიტიკის ფორმულაში.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share