კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გივი თარგამაძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად თარგამაძემ აღნიშნა, რომ „ივანიშვილისთვის გარდაუვალია სიკვდილი და სანქციების სიებში მოხვედრა“.
ადრე, სულის ამოხდით დაგვემუქრა. ეხლა სიკვდილით იმუქრება. ღრმად პატივცემულო “დემოკრატიულ – ღირებულებიანებო” რაიმე ნიუ რეზოლუციას დაველოდოთ აღსრულებამდე, თუ პირდაპირ ცეცხლს გაგვიხსნიან ეს უკუღმა მედასავლეთეები?! “არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი” ამ კიკუებზეა ნათქვამი.