“ერთადერთი გზა არსებობს….ღირსეული ანაზღაურება”– რას ამბობს თემურ ჭყონია მუშახელის დეფიციტზე?

ბიზნესმენი, თემურ ჭყონია მიიჩნევს, რომ მუშახელის დეფიციტის პრობლემა ბიზნესმა კადრების მომზადებით უნდა გადაჭრას – ხოლო შენარჩუნება ღირსეული ანაზღაურების სანაცვლოდ.

„დეფიციტი შეძლება არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, ეს დეფიციტი უნდა შეავსოს ბიზნესმა, უნდა მოვამზადოთ კადრები. არსებობს უამრავი მიმართულება: შეიძლება მოამზადო კადრები ევროპაში, შეიძლება მოამზადო აქ, ჩამოიყვანო ტრენერი. ჩემი აზრით, კადრების შენარჩუნების, გაზრდის ერთადერთი გზა არსებობს – ღირსეული ანაზღაურება.

ჩვენთან მენტალური პრობლემაა, ნეპოტიზმი არ უნდა იყოს, უნდა იყოს ხელშეწყობა ხელფასებით და გარემო პირობებით ნიჭიერი ადამიანებისთვის. ადამიანი როდესაც მუშაობს კომპანიაში, ზედმეტად ღირსეულად უნდა გრძნობდეს თავს ხელფასით, მომსახურებით, ყველა პირობით“, – აღნიშნა ბიზნესმენმა.

tia.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share