გავიხსენოთ იულია ტიმოშენკო, რომელიც სავარძლით გამოვიდა ციხიდან, იყო ძალიან მძიმედ ციხეში და სადღაც 3-4 კვირაში მაღალ ქუსლებზე, ვარცხნილობით, ძალიან მალე წარდგა საზოგადოების წინაშე. [მიხეილ სააკაშვილს] აქვს კატეგორიული მიუღებლობა, ვერ შეეგუა იმ გარემოს“ – ამის შესახებ „ვივამედის“ დირექტორმა, ნინო ნადირაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„პაციენტის [მიხეილ სააკაშვილის] სრული ინფორმაცია, დოკუმენტაცია ახლაც მოგვთხოვეს, ბოლო კვირის, მათ აქვთ სრული საშუალება, რომ გამოაქვეყნონ ეს დიაგნოზები. კლინიკას უნდა ჰქონდეს პაციენტის წერილობით თანხმობა, რომ ჩვენ გავასაჯაროოთ ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ. ჩვენ ამის უფლება არ გვაქვს. ამიტომ რაც არ უნდა გვლანძღონ, რომ ასეა, ისეა, დიაგნოზი არ არის, ჩვენ ვერაფერს ვიტყვით. მთელი დიაგნოსტიკური სპექტრი რაც ჩავატარეთ, ყველა მიმართულებით აქვთ მათ ხელთ. ადვოკატი, რომელიც გამოდის და საუბრობს აბსოლუტურად არასამედიცინო ტერმინოლოგიით, გაურკვეველ რაღაცებს, გამოაქვეყნონ და მერე უკვე დანარჩენმა საზოგადოებამ იმსჯელოს, რამდენადაა შესაძლებელი ამ დაავადებების მკურნალობა საქართველოს პირობებში. ეს შემთხვევა არის სხვა მხრივ ძალიან დატვირთული. მარტივ მაგალითს მოგიყვანთ, რომ გაიგოთ: ვთქვათ, თქვენ გაქვთ მძიმე ალერგია რაღაცაზე, გყავთ არაჩვეულებრივი ექიმი, მკურნალობთ არაჩვეულებრივი წამლებით, მაგრამ ამ ალერგენს მუდმივად იყნოსავთ, ეხებით, მკურნალობა შედეგს ხომ ვერ გამოიღებს იმ ხარისხით, რაც საჭიროა? მას აქვს სრული მიუღებლობა იმ მდგომარეობის, სადაც იმყოფება, რაც კატეგორიულად ამძიმებს დინამიკას, რომ სწრაფად აღდგეს ყველაფერი, მკურნალობას რომ ჰქონდეს ბევრად მეტი ეფექტი, რაც მას ექნებოდა თავისუფლების პირობებში. გავიხსენოთ იულია ტიმოშენკო, რომელიც სავარძლით გამოვიდა ციხიდან, იყო ძალიან მძიმედ ციხეში და სადღაც 3-4 კვირაში მაღალ ქუსლებზე, ვარცხნილობით, ძალიან მალე წარდგა საზოგადოების წინაშე. [მიხეილ სააკაშვილს] აქვს კატეგორიული მიუღებლობა, ვერ შეეგუა იმ გარემოს“, – განაცხადა ნინო ნადირაძემ.