მარკეტინგის სპეციალისტი, რეზი ბესელაშვილი ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
„შადრევანში დენი გკლავს, ქუჩაში გამონაბოლქვი და სამშენებლო მტვერი, გზაზე, ზებრაზე 180-ით მომავალი მანქანა, თუ რაღაც დაგემართა, საავადმყოფოში მოკლავენ ძალიან პროფესიონალი ექიმები, თუ ყველაფერს გადაურჩი, უიმედობა და უპერსპექტივობა მოგკლავს..
და რაც ყველაზე მეტად მკლავს, არის სიჩუმე, ყველაფრის გადაყლაპვა და ცხოვრების გაგრძელება, ვითომც არაფერი მომხდარა..“ – წერს რეზი ბესელაშვილი.
ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.