”რატომ ვართ ასე შეგუებული ყველაფერს!!?!?! ომი რომ არ გვინდა იმიტოომ???” – მაკა ჩიჩუა

საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის მეუღლე, მაკა ჩიჩუა ვაკის პარკში მომხდარ ტრაგედიაზე წერს:

“სადაც მე ვცხოვრობ – დუშეთში, პატარა შადრევანი გააკეთეს.. იქ მუდმივად ბურთს თამაშობენ ბავშვები.. რამდენჯერ ჩავარდნიათ ბურთი ..

ბურთის ამოსაღებად შადრევანთან მისული ბავშვის სიცოცხლე შეიძლება ასე დამთავრდეს და მერე გითხრან მშობლის ბრალიაო როგორ უნდა მიიღო და გადაიტანო !!!!! საერთოდ რატომ ვართ ასე შეგუებული ყველაფერს !!?!?!
ომი რომ არ გვინდა იმიტოოომ ???”, – წერს ჩიჩუა.

“ქართული ოცნების” დეპუტატი, გიორგი ამილახვარი ამბობს, რომ მოზარდებს მეთვალყურე უნდა ჰყავდეთ, რათა ისინი ისეთ ადგილას არ ჩავიდნენ, სადაც რეკონსტრუქცია მიმდინარეობს. მოგვიანებით მან ამ განცხადების გამო ბოდიში მოიხადა.

ცნობისთვის, ვაკის პარკში, შადრევანში სამი ბავშვი ბურთის ამოსატანად ჩავიდა, რა დროსაც მათ დენმა დაარტყა. ბავშვები კლინიკაში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ერთ-ერთი ბავშვის, 13 წლის გოგონას მდგომარეობა თავიდანვე მძიმე იყო და ის ხეჩინაშვილის კლინიკაში გარდაიცვალა. ერთი ბავშვი ამ დრომდე იაშვილის კლინიკაში რჩება, ერთი კი „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკაშია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share