“ვინა სთქვა, “ქართული ოცნების” ხელისუფლება ოპოზიციას ყურს არ უგდებსო?..გვისმენენ, გვისმენენ, სუს- ის გარდა სხვებიც გვისმენენ”-ნატო ჩხეიძე

ძაღლის ყბა გამოვიბი და ვიძახე და ვიძახე შშმ პირებს და განსაკუთრებით მეორე კატეგორიის მქონე პირებს, 140 ლარი რომ აქვთ დახმარება, კიდევ 100 ლარი მაინც უნდ დაემატოს- მეთქი. – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატი ნატო ჩხეიძე წერს.

სერიიდან:
ის, რაც ხდება

შშმ პირებს დახმარება მოემატებათო, ასე ჩაიწერა ბიუჯეტის ცვლილების კანონპროექტში, ახლა რომ უნდა განიხილის პარლამენტმა.

“ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 770,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია:

გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 65 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 35 ლარით;”

ზუსტად ასე წერია.

ანუ II კატეგოტიის შშმ პირებს
35 ლარი მოემატებათ.

ცოტაა, მაგრამ უარაფრობას სჯობს.

და ვინა სთქვა, ქართული ოცნების ხელისუფლება ოპოზიციას ყურს არ უგდებსო?..

ძაღლის ყბა გამოვიბი და ვიძახე და ვიძახე შშმ პირებს და განსაკუთრებით მეორე კატეგორიის მქონე პირებს, 140 ლარი რომ აქვთ დახმარება, კიდევ 100 ლარი მაინც უნდ დაემატოს- მეთქი.

ვუძახე, ვუძახე, მაგრამ საქმეში ხარ? მებაღის ყურები ჰქონდათ გამოსხმული.

და უსმენო ყურებს რა მისცემს სმენას?

რა და ამომრჩევლის ხიბლი.

ჰოდა, კონკრეტულად განვუმარტე ჩვენს ოცნების ხელისუფლებას, ამათ ნუ ეხუმრებით, ეს ხალხი ამომრჩეველთა თითქმის 3% არის მეთქი და დაფაცურდნენ და ჰოი, რა დაფაცურდნენ.

მოუმატეს 140 ლარს თანხა, მაგრამ არა ასი ლარი, მარტო 35 ლარი მოუმატეს. 3%- იან ამომრჩეველზე ეტყობა მეტი არ ემეტებათ .

9% რომ მაინც იყვნენ, კი მოუმატებდნენ ას ლარს, მაგრამ აბა რად გვინდა რომ მათი % გაიზარდოს?

არ გვინდა.

ჩვენ გვინდა, რომ პროცენტულად მცირენი იყვნენ, მაგრამ დახმარება მეტი ჰქონდეთ, მინიმალური ხელფასის ოდენობისა მაინც.
თუნდაც 246 ლარი.

დეოლიგარქიზაციის კანონი კარგად მიაბეს მილიონ მინიმალურ ხელფასს?

ეს 175 ლარი რისი რა ინდექსია ნეტავ?

არც არაფრის.

ისე, უბრალოდ.
35- იო, თქვეს და ეგაა.

არა და არა,
ერთობ მცირეა ეს 175 ლარი.

მინიმალური ხელფასის იდენობისა მაინც უნდა იყოს.

გამოვიბამ ისევ ძაღლის ყბას და ასე წია- წია, მაგრამ მაინც მოვამატებინებთ, სანამ არიან.

მაინც ვინ თქვა, ოცნების მთავრობა არაფერს ისმენს ოპოზიციისასო?

აი, თუ არ გვისმენს.

გვისმენენ, გვისმენენ, სუს- ის გარდა სხვებიც გვისმენენ😊

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share