როგორც “გურიის მოამბეს” ოზურგეთის მერიიდან არაოფიციალურად აცნობეს, ოზურგეთის მერიის საფინანსო საბიუჯეტო განყოფილებას, “ქართული ოცნების” აქტივისტი, გია ჩაგანავა უხელმძღვანელებს.
არსებული ინფორმაციით, ჩაგანავამ ამ ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში გასაუბრება უკვე გაიარა და ის მერიის საფინანსო სამსახურის უფროსის -პავლე ჭყონიას “მარჯვენა ხელი” რამდენიმე დღეში გახდება.