პოლონეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დელეგაცია მერის, ავთანდილ თალაკვაძის ხელმძღვანელობით ოფიციალურ შეხვედრებს მართავს.
ოზურგეთის მერი და საკრებულოს თავმჯდომარე დელეგაციის წევრებთან ერთად, დღეს, პოლონეთის ქალაქ ტარნოვსკი გორაში ქალაქის მერს და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდნენ, სადაც კულტურის, ეკონომიკის, ახალგაზრდული პოლიტიკის და ტურიზმის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
შემუშავდება თანამშრომლობის შესახებ ორმხრივი შეთანხმება, რომელიც ოზურგეთსა და ტარნოვსკი გორას შორის სამომავლო ურთიერთობების ძირითად პრიორიტეტებს განსაზღვრავს.