“შესაძლოა, პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი” – სოსო გოგაშვილი სასამართლოს არ დაესწრება

დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში სოსო გოგაშვილის პროცესი გაიმართება.

სხდომას სუს-ის ყოფილი შეფი პროტესტის ნიშნად არ დაესწრება.

მის ნაცვლად დღეს დარბაზში მისი ადვოკატები იქნებიან. დღევანდელ სხდომაზე პროკურატურამ გოგაშვილის წინააღმდეგ ახალი მტკიცებულებები უნდა წარადგინოს.

სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსნის ოჯახი ამბობს, რომ არსებობს შანსი, რომ სოსო გოგაშვილს პროვოკაცია მოუწყონ მაშნ, როპდესაც მისი ეტაპირება მოხდება სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან სასამართლო დარბაზში.

შესაბამისად, ნინი გოგაშვილის თქმით, სუს-ის ყოფილმა შეფმა გადაწყვიტა, რომ გარკვეულ სასამართლო პროცესებს არ დაესწროს.

მამაჩემმა აღნიშნა, რომ გადაადგილების დროს შესაძლოა რაიმე პროვოკაციას ჰქონდეს ადგილი მოქმედი ხელისუფლების მხრიდან. ამიტომ, იგი უარს აცხადებს, დაესწროს სასამართლო პროცესს. „რუსული ოცნება“ ცდილობს, რომ ამ აბსურდული ბრალდებებით მორალური ზიანი მოგვაყენონ პირცელ რიგში და გაანადგურონ საბოლოოდ ჩვენი ოჯახი და ხალხს დააჯერონ ის სისულელე, თითქოს ის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები მამაჩემს სახლში ჰქონდა შენახული. მამაჩემი თავად საუბრობდა, რომ წინა ხელისუფლების პირობებშ, ვინც ეს კადრები შექმნა, მოქმედი ხელისუფლების წევრები, მაშნდელი პასუხისგებაშიც კი მიეცა, რადგან, მისი ტქმით, ასლები ჰქონდათ გადაღებული იმ პირებს, რონმლებმაც შექმენს ეს კადრები“.- ამბობს ნინი გოგაშვილი. 

სოსო გოგაშვილის სასამართლო პროცესი დახურული იქნება, რადგან საქმის გარკვეულ მასალებს გრიფითი საიდუმლო ადევს.
ხსდომა ერთ საათში დაიწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share