ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატი ირმა ჭკადუა ამბობს, რომ ის მზად არის სააპელაციო სასამართლოში საბრძოლველად.
“დარწმუნებულები ვიყავით, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არ იყო მოძალადე. მას არასოდეს არ უძალადია ქალბატონ ნელიზე. ეს ჩვენ ვიცოდით, თუმცა, მნიშვნელოვანი იყო, რომ ეს გაეგო სასამართლოს და რა თქმა უნდა გაიგო სასამართლომ, გაიგო საზოგადოებამ. ბრალდების უფლებაა, რომ მათ ეს გადაწყვეტილება გაასაჩივრონ. შესაბამისად, ჩვენ დაველოდებით სააპელაციო საჩივარს, შემდეგ დაველოდებით სასამართლო განხილვებსაც და ბუნებრივია, იქაც წარვადგენთ და ჩვენს მიერ უკვე წარდგენილს გავიმეორებთ სააპელაციო სასამართლოში“. – ამბობს ბასილაშვილის ადვოკატი.