პროპაგანდისტული ვიდეოები wikileaks.center-ზე – რა ფასად დაბრუნდა ლევან მამალაძე საქართველოში?

“სააკაშვილი სახელმწიფოს გადატრიალებას გეგმავს-  წყარო უკრაინული ვიკილიქსი, 2015 წელი; “სააკაშვილმა მოკლა ზურაბ ჟვანია” –  ვიდეო ჰაკიმ ფაშას სახელით იუთუბზე, 2014 წელი – ამ მყვირალა სათაურებით გავრცელებულ ინფორმაციას ოცნება პოლიტიკური პროპაგანდისთვის იყენებდა.

ერთ შემთხვევაში გამოძიება დაიწყო, რომ შეთქმულება იყო სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად; ჰაკიმ ფაშას ვიდეო  პრემიერ ჟვანიას საქმეს მტკიცებულების სახით დაურთეს.

ვინ ავრცელებდა ამ მასალებს, ოცნების პროკურატურას ეს დღემდე არ გამოუძიებია; რაც უტყუარად დადასტურებულია ვითომ უკრაინული ბლოგი wikileaks.center – არა უკრაინული, არამედ რუსული საიტია, რადგან ის რუსულ სერვერებზე არის ატვირთული.

უკრაინული ვიკილიქსის დამარეგისტრირებელი კომპანიის მისამართი  მოსკოვში, ვიტორია ზვენია-გოროდსკაიას 13-ში მდებარეობდა.

“მთავარი არხის” წყაროს ინფორმაციით, ოცნებას ამ პროპაგანდისტული ინფორმაციის გავრცელებაში სავარაუდოდ ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი ლევან მამალაძე ეხმარებოდა.

საქართველოში დაბრუნებულმა მამალაძემ ყველაფერი უარყო, თუმცა აქვე არ უნდა გამოგვრჩეს, ერთ  დროს ოცნების შავი საქმეების შესრულებების, სუსი-ის ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის 13 ოქტომბრის გზავნილი და მინიშნება  ამ სკანდალური ვიდეოების გამავრცელებელზე .

ის სახელსა და გვარს არ ასახელებს, მაგრამ ამბობს რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმე გახსნილიცაა და გამოძიებულიც. დადგენილია ადგილიც, საიდანაც კადრები იტვირთებოდა და პირი, ვინც მასალა ატვირთა. სოსო გოგაშვილი ამ ადამიანის რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირზე მიანიშნებს.

მთავარი არხი
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share