ჩინეთის ლიდერი მესამე ვადაზე წავიდა – არჩევნები ჩინეთში

სი ძინპინი ჩინეთის კომუნისტური პარტიის გენერალურ მდივნად მესამე ვადით აირჩიეს.

ჩინეთის ლიდერად მორიგ ჯერზე არჩევის შემდეგ სი ძინპინმა თავისი განახლებული გუნდი წარადგინა და მედიასთან კომენტარი გააკეთა.

„ჩინეთი ვერ განვითარდება მსოფლიოს გარეშე და მსოფლიოს ასევე სჭირდება ჩინეთი. 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში რეფორმებისა და დაუოკებელი ძალისხმევის შემდეგ, ჩვენ სწრაფ ეკონომიკურ განვითარებასა და გრძელვადიან სოციალურ სტაბილურობას მივაღწიეთ“, – განაცხადა სი ძინპინმა. 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share