2003 წელს, ბევრმა გარემოებამ განაპირობა ჩავრთულიყავი მ.სააკაშვილის მიერ დაფუძვნებულ მოძრაობაში,მაგრამ ერთერთი იყო, იმ წელს მომხდარი ეს შემთხვევა, როცა ინსტიტუტი დავამთავრე და ალბათ გადამწყვეტიც.
ზაფხულში,კაი ხნის თავმოყრილი ფულით, გადავწყვიტე წავსულიყავი ბათუმში-ზღვაზე.
მოგეხსენებათ ის წლები,ყველას გამოგივლიათ.ერთი სული მქონდა როდის ჩავაღწევდი ბათუმამდე.მოხდა ისე,რომ ჩოლოქზე, სადაც აბაშიძის რეჟიმს აბსოლუტურად უკანონოდ გამშვები პუნქტი ჰქონდა მოწყობილი, გააჩერეს სამარშუტო ტაქსი და დაიწყეს პირადობის მოწმობების შემოწმება.მე ეტყობა სიჩქარეში დამავიწყდა ჩემი პირადობის წამოღება და შესაბამისად ვერ წარვადგინე აღნიშნუშნული დოკუმენტი. არ ვიცი რა ერქვა იმ პიროვნებებს ,ვინც ამოწმებდა საქართველოს ტერიტორიაზე საქართველოს მოქალაქეების შიდა გადაადგილებას,მაგრამ ფაქტი იყო სასწრაფოდ მომთხოვა ჩამომეტანა მარშუტკიდან ჩემი ჩანთა და ჩამოვსულიყავი სამარშუტო ტაქსიდან,რადგან პირადობის მოწმობის გარეშე, ვერ მომცემდნენ აჭარის ტერიტორიაზე შესვლის უფლებას.მეც სხვა რა გზა მქონდა.ზუსტად ვიცოდი რომ ძალა აღმართს ხნავდა და არანაირ პროტესტსს აზრი არ ქონდა.თანაც, ჩემმა თანამგზავრებმაც გამაგონეს,რომ ჩემს გამო დიდი ხნით დაყოვნებას არ აპირებდნენ და დროზე მიმეღო გადაწყვეტილება.მეც შევეგუე ბედს,ჩამოვიღე ჩანთა და დავბრუნდი უკან.
ამ შემთხვევამ ისეთ რაღაც მოახდინა ჩემში,რომ მაშინ მას სახელი ვერ დავარქვი, რა იყო ის გრძნობა, რომელმაც ჩემში შინაგანი გადატრიალება მოახდინა… მერე კი,ძალიან მალე,ამ შემთხვევიდან ერთ წელიწადში, გამოჩნდა მ.სააკაშვილი და მან ზუსტად დაარქვა ყველაფერს მისი სახელი….დარქვაა და აღასრულა კიდეც…. მიშას არ მოგაკვლევინებთ!!!” – წერს ლანჩხუთის საკრებულოს წევრი ენმ-დან, კახა ასკურავა სოციალურ ქსელში.