თინა კანდელაკი რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურ სამსახურს 100 წლის იუბილეს ულოცავს და ტელეგრამზე მას ყველაზე რომანტიკულ სამსახურს უწოდებს.
„დღეს უდიდესი დღესასწაულია. ჩვენს „ეფ-ეს-ბე-ს“ 100 წლის იუბილე აქვს. კონტრდაზვერვა ყველაზე მძიმე საქმეა. ის უდიდეს ინტელექტუალურ რესურსს მოითხოვს და ხშირად ჩვენ სათანადოდ ვერ გამოვხატავთ მადლიერებას. არადა, აქ მუშაობენ ყველაზე ინტელექტუალი და რომანტიკული ბიჭები. მადლობა მათ ამისთვის“ – წერს კანდელაკი.