თბილისის საქალაქო სასამართლოში საზღვრის კვეთის საქმეზე, დღეს მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. უფლებადამცველების შეფასებით, თუ სასამართლო მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობას გაითვალისწინებს, პროცესი უნდა გადაიდოს.
ადვოკატების ინფორმაციით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ დასკვნაზე მუშაობა ცენტრ ემპათიასა და ამერიკელი ექსპერტების მიერ ისევ გრძელდება, საბოლოო დასკვნა კი, მათ შორის ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზაც, რომელმაც უნდა დაადგინოს მოწამლეს თუ არა მესამე პრეზიდენტი, კვირის ბოლოს იქნება მზად. ეს დასკვნები სასამართლოს წარედგინება.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის დადასტურების შემთხვევაში ადვოკატებს საფუძველი ექნებათ, მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადება მოითხოვონ.