მთელი მსოფლიო მის წინააღმდეგაა, მთელი მსოფლიო გვეხმარება რომ მოვიშოროთ, მთავარია გამოვფხიზლდეთ. სამ დღიანი შეკრებაა საჭირო ქართველი ხალხის.პარლამენტში რომაა წამოწოლილი ოპოზიცია, ის მზად ვერ იქნება, 2024 წლამდე უნდა მიიტანოს თავისი გაჭირვებული სული, იმ პრივილეგიებში, რაც პარლამენტს ახასიათებს. ჩვენ მზად ვართ 3 დღე გვინდა შეკრება რუსთაველზე, ივანიშვილის ნასახი არ იქნება, თავისი გადაწყვეტილებებიანად.
ამის შესახებ პოლიტიკოსმა, შალვა ნათელაშვილმა “ტვ პირველის” ეთერში ბიძნა ივანიშვილზე საუბრისას განაცხადა.