თუ პუტინს ბირთვული იარაღის გამოყენება არ სურს, რატომ აგრძელებს ამაზე საუბარს? – ბაიდენი

აშშ-ს პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენების შესახებ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის კომენტარს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ სკეპტიკურად უყურებს მის შეფასებას.

“თუ მას განზრახვა არ აქვს [გამოიყენოს ბირთვული იარაღი], რატომ აგრძელებს ამაზე ლაპარაკს? რატომ საუბრობს ტაქტიკური ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობაზე?”. – თქვა ბაიდენმა.

გუშინ, 27 ოქტომბერს პუტინმა უარყო ბირთვული დაპირისპირება დასავლეთთან და ამტკიცებდა, რომ რუსეთი არ დამუქრებია უკრაინას, რომ ბირთვულ იარაღს გამოიყენებდა. მისი განმარტებით, კრემლი მხოლოდ დასავლეთის ლიდერების “შანტაჟს” პასუხობდა.

ბოლო კვირებში პუტინმა და სხვა რუსმა ოფიციალურმა პირებმა არაერთხელ აღნიშნეს, რომ რუსეთს შეუძლია გამოიყენოს ბირთვული იარაღი საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share