ვინ არის 9 დეპუტატი, ვინც დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს ხმა წინააღმდეგ მისცა

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტს პირველი მოსმენის რეჟიმში 9 ოპოზიციონერმა დეპუტატმა წინააღმდეგ მისცა ხმა.

ენჭისყრის შედეგებიდან ირკვევა, რომ ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს: არმაზ ახვლედიანმა, სანდრო რაქვიაშვილმა, ჰერმან საბომ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, ხატია დეკანოიძემ, ავთანდილ ენუქიძემ, დავით ზილფიმიანმა, ფრიდონ ინჯიამ, იაგო ხვიჩიამ.

პარლამენტმა ცვლილებები პირველი მოსმენით 80 მომხრე ხმით 9-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. პარლამენტმა კანონპროექტზე გუშინდელ პლენარულ სხდომაზე დაახლოებით ხუთი საათის განმავლობაში იმსჯელა.

ოპოზიცია აცხადებს, რომ მათთვის უკრაინული მოდელი მიუღებელია, რადგან ევროკომისიის რეკომენდაციებს ვერ პასუხობს.

პარლამენტმა დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო

 

ipress.ge
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share