საახალწლოდ მთავრობა 22 ახალთახალ ავტომობილს მილიონ 600 ათასად იყიდის

გამოშვების წელი –  2022, მანქანის ტიპი – სედანი, აუდიო სისტემა, კონდინციონერი და საჭის გამაძლიერებლები. აღნიშნული კომპლექტაციისა და წლოვანების მანქანებს საახალწლოდ ეკონომიკის სამინისტრო მილიონ 600 ათას ლარად იყიდის. ჩივნოვნიკებს 22 ახალთახალი ავტომობილის შეძენის უფლება პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა 2022 წლის 19 ოქტომბერს მისცა.

ოპოზიცია ითხოვს, რომ ყველა უწყებამ გამოაქვეყნოს დოკუმენტაცია, თუ სად ყიდიან, ან სად მიდის ძველი მანქანები, თუ მათი მოხმარება შეუძლებელია.

ავტომობილები არის გამოყოფილი თანამშრომლებისთვის. ამ დროს ჩნდება კითხვა, თუკი სამინისტროს თანამშრომლები არ დამატებია, მაშინ სად არის ის მანქანები, რომელიც მათ ემსახურებოდა. თუ გამოვიდა მწყობრიდან, არ არსებობს და მათი ექსპლუატაცია შეუძლებელია, მაშინ რატომ არ გაყიდეს თავის დროზე? – კითხულობს კორუფციის მკვლევარი, ბესო დონაძე.
ავტოპარკს აახლებს კულტურის სამინისტროც. 12 მიკროავტობუსის შესაძენად მილიონ 200 ათასი ლარი დაიხარჯება. აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ყველა ავტომობილი 2022 წლის გამოშვების უნდა იყოს. წულუკიანის უწყებაში ამბობენ, რომ ახალი ტრანსპორტი რეგიონებში თეატრებისთვის სჭირდებათ.

ეკონომიკისა და კულტურის სამინისტროებმა სატენდერო დოკუმენტაციაში დაასახელეს ყველა კრიტერიუმი, თუ როგორი მანქანები სურთ. სწორედ ამიტომ კორუფციის მკვლევარები პროგნოზირებენ, რომ მთავრობა ავტომობილებს იმ კომპანიებისგან იყიდის, რომლებიც ,,ოცნებასთან” არიან დაახლოებულები.

newposts.ge

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share