სააკაშვილის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ამის შესახებ “პირველებთან” “ვივა-მედის” კლინიკურმა დირექტორმა ისაუბრა. ზურაბ ჩხაიძის თქმით, რამდენიმე საათის წინ პაციენტს დამატებით კვლევები ჩაუტარდა. ამასთან, კლინიკის დირექტორის განმარტებით, კლინიკა სააკაშვილის დიაგნოზებთან დაკავშირებით საჯაროდ არ ისაუბრებს.
პარალელურად, “ვივა-მედში” ამ წუთებში კონსილიუმი იმართება. მედიკოსებმა მესამე პრეზიდენტის იმ შედეგებზე უნდა იმსჯელონ, რომელიც რესპუბლიკური საავადმყოფოდან მიიღეს. სავარაუდოდ, ამ შეხვედრის შემდეგ დადგინდება, აქვს თუ არა მიხეილ სააკასვილს სხვა დაავადებებთან ერთად ძვლის ტუბერკულოზი.
კონსილიუმი ისახება მკურნალობის პროცესის მიმდინარებოდან გამომდინარე. ანუ როგორ არის ამ ადამიანის მდგომარეობა, რა სიმპტომები აქვს დღეს, რას უჩივის დღეს, როგორი იყო გუშნდელი კვლევის შედეგები. ამის განხილვა ჩვენთან ხდება ყოველდღიურად სხვადასხვა მიმართულების ექიმების ჩართულობით, რა თქმა უნდა. გუშინ ჩავატარეთ კიდევ ერთი კვლევა, MRI კვლევა, სხვათაშორის. ადგილზე ჩატარდა დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით და რა თქმა უნდა, დღეს გვექნება სხვადასხვა სპეციალისტებთან ერთად შეხვერა, მათ შორის, ფზითიატრებთან. არის იქ, რა თქმა უნდა, ანთებითი პროცესი და სხვა პროცესის გამორიცხვის მიზნით დღესაც ჩართულები იქნებიან ფთიზიატრები. ყველაფერი ყოველდღიურად მიეწოდება სასჯელაღსრულების დაწესებულებას, თუ ისინი ჩათლიან საჭიროდ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ, – თქვა კლინიკურმა დირექტორმა.