აბსოლუტური სიღარიბის დონე ქვეყანაში 2030 წელს 10.7%-მდე შემცირდება – გეგმა

კერძოდ, როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, საბაზისო 2021 წელს აბსოლუტური სიღარიბის დონე საქართველოში 17.5%-იყო, გეგმის მიხედვით, 2025 წელს ეს მაჩვენებელი 14.9%, ხოლო 2030 წელს – 10.7% უნდა გახდეს.

დოკუმენტში ასევე მიმოხილულია ეკონომიკური ზრდის პროგნოზებიც. მთავრობის ცნობით, საბაზისო 2021 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაჩვენებელი 10.4%-იყო. მთავრობის ხედვით, 2025 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.2%-ით, ხოლო 2030 წელს – 5%-ით გაიზრდება.

ამასთან, დოკუმენტის თანახმად, საბაზისო 2021 წელს მთავრობის ვალის მშპ-სთან ფარდობის მდგრადობის დონე 49.4%-იყო, საქართველოს განვითარების სტრატეგიის თანახმად, კი 2025 წელს მაჩვენებელი 42.5%, ხოლო 2030 წელს – 35%-ს უნდა გაუტოლდეს.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share