17 ნოემბერს ოზურგეთის ფოლკლორის ცენტრში მოხალისეობის ფორუმი ჩატარდა.
ფორუმის მიზანი რეგიონში სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების ხელშეწყობა, ახალგაზრდების აქტიური ჩართვა ადგილობრივი თემის საჭიროებების გადაწყვეტაში, მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია, მოხალისეების მიმღებ ორგანიზაციებსა და მოხალისეობით დაინტერესებულ პირებს შორის კომუნიკაციის ხელშეწყობა, ახალგაზრდული საბჭოების როლის და საქმიანობის პოპულარიზაცია იყო.
ფორუმში მონაწილეობა ,,გურიის სამოქალაქო ცენტრმაც” მიიღო. დამსწრე საზოგადოებას გავაცანით ჩვენი საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ასევე, დავარეგისტრირეთ მოხალისეობის მსურველები, რომლებიც მომავალში, მათთვის საინტერესო და მნიშვნელოვანი საკითხების გარშემო, შემოგვიერთდებიან სხვადასხვა აქტივობაში.