არ შეიძლება საქართველო პრეზიდენტების სასაკლაოდ გადავაქციოთ – ლევან ხაბეიშვილი

“ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ხაბეიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან, ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში გადაყვანა აუცილებელია.

„პუტინთან მეომარ მთავარსარდალს კლავენ წამებით და ამაზე საუბრობს ევროპული რეზოლუციები. მნიშვნელოვანია სწრაფად მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება და მკურნალობა მესამე ქვეყანაში. აქ ვერ და არ უზრუნველყოფს საქართველოს ხელისუფლება პრეზიდენტ სააკაშვილის მკურნალობას და ამაზე მეტყველებს ის დასკვნები, რომელიც გზადაგზა წამოგვეწევა ხოლმე საზოგადოებაში. პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობა არის უმნიშვნელოვანესი, ეს არ არის პარტიული საკითხი, ეს არის ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი საკითხი. არ შეიძლება პრეზიდენტების სასაკლაოდ გადავაქციოთ ჩვენი ქვეყანა, ამიტომ უნდა მოხდეს პრეზიდენტ სააკაშვილის გადაყვანა სამკურნალოდ სხვა ქვეყანაში”, – განაცხადა ხაბეიშვილმა

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share