ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი 14-ჯერ გაიზარდა

აღსანიშნავია, რომ წელს ოქტომბერში საქართველომ ელექტროენერგია თითქმის სულ რუსეთში იყიდა – 5,979 მლნ დოლარის ღირებულების, მხოლოდ 2,42 ათასი დოლარის შეიძინა აზერბაიჯანში.

შეგახსენებთ იმასაც, რომ წელს საქართველოდან საკმაოდ დიდი მოცულობის ელექტროენერგიის ექსპორტი განხორციელდა, თუმცა მხოლოდ სექტემბრის ჩათვლით. ჯამში 2022 წლის 9 თვეში ქართული დენის ექსპორტმა 84,338 მლნ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 455,4%-ით მეტია.

უკვე 2022 წლის ოქტომბერში კი ელექტროენერგია არა თუ გავყიდეთ, არამედ ვიყიდეთ და ისიც საკმაოდ დიდი მოცულობით. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ქვეყნის მთავარ ჰიდროელექტროსადგურში წყლის დონე საპროექტო მინიმუმს ჩამოსცდა და ზამთრის მარაგი მთლიანად ამოწურულია, გამორიცხული არ არის, რომ წელს ქვეყანას იმაზე მეტი ელექტროენერგიის ყიდვა დასჭირდეს, ვიდრე ენგურჰესის რებილიტაციის – სრულად გაჩერების დროს.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share