“ბოლო დროს საქართველოს დასავლეთისგან ნამდვილი მიტრიალება ვნახეთ”-იან კელი

ბოლო დროს საქართველოს დასავლეთისგან ნამდვილი მიტრიალება ვნახეთ – აშშ-ს წინააღმდეგ თავდასხმები უპრეცედენტოა. ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ კონფერენციის “ოლიგარქი, რუსული კავშირები, ომი უკრაინაში და საქართველოს მომავალი” მოხსენებაზე განაცხადა.

იან კელის თქმით, საქართველოსადმი „აშშ-ის პოლიტიკა ყოველთვის ძალიან კონკრეტული იყო”.

„ მას შემდეგ რაც საქართველომ გამოთქვა ევროატლანტიკურ თანამეგობრობაში ინტეგრაციის სურვილი, ეს პოლიტიკა იყო ამ ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერა ნებისმიერი გზით, რითაც შეგვეძლო. რა თქმა უნდა, ამის დიდი ნაწილი ის იყო, დავრწმუნებულიყავით, რომ საქართველო რუსეთისგან დამოუკიდებელი და სუვერენული რჩებოდა.

თუმცა ბოლო დროს საქართველოს დასავლეთისგან ნამდვილი მიტრიალება ვნახეთ, რაც ჩვენთვის ძალიან შემაშფოთებელია. ასეთი სახის მიტრიალება, აშშ-ის წინააღმდეგ მიმართული ძალიან მწვავე თავდასხმებთან გაერთიანებული, და ეს თავდასხმები საქართველოსთან დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში ნამდვილად უპრეცედენტოა, ნამდვილად გვაიძულებს დავფიქრდეთ – უნდა გადავხედოთ თუ არა როგორ ვეხმარებით ამ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს და რა შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ გავაჩეროთ ეს ანტი-დასავლური ტრენდი – საჭირო რეფორმების არგანხორციელების ტრენდი.

ვფიქრობ, ჩვენ უნდა გადავხედოთ გზებს, რომლებითაც ჩვენ შეგვიძლია საქართველოს ხალხის მათი ისტორიული მისწრაფებების მიღწევაში – კოლექტიურ დასავლეთში გაერთიანებაში, დახმარება.

და ვფიქრობ, უნდა გადავხედოთ იმ ხალხს, ვინც ახორციელებს ამ დასავლეთისგან მიტრიალებას და განვიხილოთ მიზნობრივი მძიმე ფასები, რომლებიც შეგვიძლია მათ დავაკისროთ იმისთვის, რაც ძალიან სახიფათო გზა ჩანს დასავლეთთან არგაერთიანებისადმი”, – განაცხადა კელიმ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share