გურიის გუბერნიაში ვახტანგ გველებიანი ირაკლი კვირკველიამ ჩაანაცვლა

საკადრო ცვლილებებია გურიის გუბერნიაში.

გურიის სამხარეო ადმინისტრაციის კოორდინაციის რეგიონალური პროექტების სამსახურის უფროსის მოადგილედ ირაკლი კვირკველია დაინიშნა.

როგორც გურიის გუბერნიიდან გვაცნობეს, ირაკლი კვირკველია კონკურსის სახით შეირჩა.

აღნიშნულ სამსახურს კვლავაც ანი ჩუბინიძე უხელმძღვანელებს.

რაც შეეხება ყოფილ მოადგილეს, ვახო გველებიანს, როგორც გურიის გუბერნიის პრეს-სამსახურიდან გვაცნობეს, გველებიანი გურიის გუბერნატორის  აპარატის უფროსის მოადგილის რანგში გააგრძელებს მოღვაწეობას.

 

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share