“ადეკვატურ სიტყვებს ვერ ვპოულობ…თავს მივიჩნევ ძალადობის მსხვერპლად“ – ნათია ფანჯიკიძე მიხეილ სააკაშვილის კადრებზე

ფსიქოლოგი  ნათია ფანჯიკიძე მიხეილ სააკაშვილის კადრებზე სოცქსელში წერს:

„ადეკვატურ სიტყვებს ვერ ვპოულობ გუშინდელი კადრების ნახვის მერე. თავს მივიჩნევ ძალადობის მსხვერპლად, რომელსაც მერამდენედ საქართველოს უახლეს ისტორიაში უთხრეს, რომ არარაობაა, არაადამიანია და აბსოლუტურად უმწეო, რომ რამე გავლენა მოახდინოს ადამიანობის სასარგებლოდ. რაც უფრო ერთ წრეზე ვტრიალებთ, მით მეტად უმწეოდ ვგრძნობ თავს. ადრე მეგონა მაინც, რომ ცვლილება შესაძლებელი იყო. რომ დავძლევდით ერთმანეთის მიმართ დაუნდობლობას. მსოფლიოს ვერ ვპატიობ, თვალიდან არ ამომდის კადაფის ჩაქოლვის სურათი. ასეთი სანახაობის მერე სულერთი ხდება ვის რა პრეტენზია ჰქონდა კონკრეტულ პირთან. ადამიანებში მხეცის გაღვიძებაზე დიდი დანაშაული არ არსებობს. დანარჩენს, რატომაა ეს კადრები და თავისთავად ადამიანის ასეთ მდგომარეობაში ყოფნის ფაქტი დანაშაული, უბრალოდ აღარც აღვნიშნავ.“

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share