ლიხაურის საჯარო სკოლაში ინციდენტი მოხდა.
როგორც “გურიის მოამბეს” ადგილიდან ატყობინებენ, საჯარო სკოლის მანდატურმა პოლიცია გამოიძახა.
პოლიციის გამოძახების მიზეზი კი ის გახდა, რომ მანდატურმა სკოლაში ნაცემი ბავშვი აღმოაჩინა.
როგორც სკოლის ადმინისტრაცია გვეუბნება, სკოლის მოსწავლე გაკვეთილების დაწყებისას, სკოლაში ნაცემი გამოცხადდა, რის გამოც მანდატურმა 112- ში დარეკა და ადგილზე მოვიდნენ როგორც პოლიციის, ასევე სასწრაფო სამედიცინო სამსახურის წარმომადგენლები.
სკოლის ადმინისტრაცია ინციდენტში მონაწილეობას უარყოფს და კატეგორიულად გამორიცხავს, რომ შემთხვევა სკოლაში მოხდა.
როგორც ჩვენთან საუბარში სკოლის წარმომადგენლები აცხადებენ, ბავშვი ამბობს, რომ სკოლაში წამოსვლის წინ , ის სახლში საკუთარმა ბიძამ სცემა.