აფერსიტი, სიმულიანტი, შოუმენი, თაღლითი – ეს არის “ქართული ოცნების” ტროლების გზავნილები სოციალურ ქსელში. სასამართლო პროცესზე მიხეილ სააკაშვილის გამოჩენით წინასწარ შეშინებულმა ხელისუფლებამ ტროლ-ბოტების ფაბრიკები სრული სიმძლავრით ამოქოქა.
“ვივა მედის” პალატაში გადაღებული კადრების გავრცელების შემდეგ სასწრაფოდ შეიქმნა ათეულობით ახალი ყალბი გვერდი, საიდანაც მესამე პრეზიდენტზე ნამდვილი შტურმი დაიწყო.
მითების დეტექტორმა რამდენიმე ათეული ასეთი გვერდი გაშიფრა და ყველა მათგანი მჭიდროდ არის დაკავშირებული “ქართულ ოცნებასთან”. რუსი მსახიობები, იტალიელი კომპოზიტორი, ამერიკელი მოდელი – ტროლები ძირითადად უცხოელი მომხმარებლების პირად მონაცემებს იყენებენ და მთელ რესურსს სააკაშვილის წინააღმდეგ შავ პიარის წარმოებაში ხარჯავენ. “ქართული ოცნება” ამ ფესიბუკ გვერდებს ასევე აქტიურად ამუშავებდა უკრაინის ხელისუფლებისა და შეერთებული შტატების ელჩის წინააღმდეგაც.