ჰგონიათ რომ კუნთების თამაშით ძალის დემონსტრირებას ახდენენ, სინამდვილეში კი ეს მორალური უძლურების ლუსტრაციაა – ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელია ოზურგეთის საკრებულოში მომხდარ დაპირისპირებას ეხმაურება. მელია წერს, რომ ძალადობრივი მოვლენები “ოცნების” მიერ დაკანონებული ძალმომრეობის მკაფიო გამოვლინებაა:
“ის რაც დღეს ხდებოდა ოზურგეთის საკრებულოში, მოძალადე ქართული ოცნების მიერ დაკანონებული ძალმომრეობის მკაფიო გამოვლინებაა – დაგარტყამ იმიტომ რომ შემიძლია და ამისთვის არავინ დამსჯის – ამას გვეუბნება და ქმედებით გვიმტკიცებს „ოცნების“ ნებისმიერი წარმომადგენელი – როგორც ლიდერი, ისე ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ქართულ ოცნებას წარმოადგენს.
რატომღაც ჰგონიათ რომ კუნთების თამაშით ძალის დემონსტრირებას ახდენენ, სინამდვილეში კი ეს მორალური უძლურების ლუსტრაციაა!” წერს ნიკა მელია.