30 წელი ერთ წრეზე – საზოგადოება მიხეილ სააკაშვილის გადასარჩენად

30 წელი ერთ წრეზე – 30 წლის წინაც ადამიანები პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას გადასარჩენად ხელმოწერებს აგროვებდნენ, აქციებზე გამოდიოდნენ, შიმშილობდნენ. მართალია, მაშინდელისგან განსხვავებით დღეს პოლიტდევნილად ქცეული პრეზიდენტის მხარდასაჭერი აქცია ჯერ არავის დაუხვრიტავს, მაგრამ დღესაც 30 წლის შემდეგაც სახეზეა იდენტური და შემზარავი განზარხვა. თუმცა ეს არაა მხოლოდ პირადი პოლიტიკური შურისძიება. სასწორზე გაცილებით მეტი დევს, ვიდრე ერთი ადამიანის სიცოცხლე,
თუნდაც ეს ადამიანი მესამე პრეზიდენტი იყოს.

4 დღის წინ საზოგადოებას პირველად მიეცა საშუალება ხანგრძლივი წყვეტის შემდეგ საკუთარი თვალით ენახა, როგორ გამოიყურება მიხეილ სააკაშვილი. შეუძლებელია ნანახმა მძიმე შბათეჭდილება არ დატოვოს საღად მოაზროვნე მოქალაქეზე, თუნდაც სააკაშვილის ყველაზე შურიგებელ ოპონენტზე. შეიძლება ხმამაღლა ყოფილი პრეზიდენტის კრიტიკოსები ამას ჯერ არ ამბობენ, მაგრამ ხომ ხედავენ საით მიჰყავს ამგვარ რევანიშიზმს ქვეყანა. ერთხელ ხომ გავიარეთ ეს ყველაფერი? ნუთუ ვერაფერი ვისწავლეთ?

ბოლო რამდენიმე დღეა მიხეილ სააკაშვილის გადარჩენის მოთხოვნით მარტივი, ჰუმანური და ძალიან ბუნებრივი მოთხოვნით ადამიანები ხელმოწერებს აგროვებენ და ხელისუფლებას გონიერებისა და სახელმწიფოებრივი აზროვნებისკენ მოუწოდებენ. ოპოზიციონერი დეპუტატები შიმშილობენ. მოქალქეების ნაწილი კი მეხუთე პრეზიდენტისგან ითხოვს იმას, რისთვისაც ის 5 წლის წინ ამავე მოქალაქეებმა აირჩიეს. დადგეს ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე, და სახელმწიფო, ჩვენი ქვეყნის მომავალი არ გადააყალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას.

როგორ მოხვდა მესამე პრეზიდენტის ორგანიზმში მომწამლავი ნივთიერებები, არის თუ არა ეს მიზანმიმართული მოწამვლა, რა ხელი აქვს პუტინის კიდევ ერთი კრიტიკოსის საეჭვო ავადმყოფობასთან კრემლის საცეცებს – ეს ის კითხვებია, რომლებზეც პასუხი უნდა გაეცეს, მაგრამ ამ პასუხებს შუძლიათ მოცდა. აი როცა სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება საქმე, როცა ქვეყნის პრესტიჟს ეხება საქმე, როცა კიდევ ერთი პრეზიდენტის მკვლელობას ეხება საქმე, დრო კრიტიკულია. ამ ფუფუნების საშუალება დღეს ქვეყანას აღარ გვაქვს. მოქალაქეების დიდ ნაწილს ეს კარგად ესმის. არ დარჩენილა პროფესია, სოციალური ჯგუფი, რეგიონი, ქალაქი, სადაც ადამიანებს პრეზიდენტის გადარჩენის მოთხოვნა არ გაეზიარებინოთ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share