პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია რატომ არ დაესწრო სალომე ზურაბიშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროში წლის შემაჯამებელ ღონისძიებას.
“არ ვიცი, ვინ რა უნდა ყოფილიყო. ამ საკითხთან დაკავშირებით არანაირი ინფორმაცია არ მაქვს….საერთოდ არ ვიცი რა თემაზეა საუბარი”, – თქვა შალვა პაპუაშვილმა.
ელჩების დღევანდელ კონფერენციას სალომე ზურაბიშვილი არ დაესწრო. ადმინისტრაციის განმარტებით, მიზეზი დიპლომატიური პროტოკოლის უხეში დარღვევა გახდა. მათი ინფორმაციით, დაირღვა პროტოკოლით გათვალისწინებული ადგილების რიგითობა.