რომელი ქვეყანაა საახალწლო დეკორაციების ყველაზე მსხვილი ექსპორტიორი მსოფლიოში

მიუხედავად იმისა, რომ, როგორც ამბობენ, სანტას ქარხნები ლაპლანდიის მთებშია დამალული და საახალწლო დეკორაციების დასამზადებლად, ელფები დღედაღამ მუშაობენ, არსებობს კიდევ ერთი ქვეყანა, რომელიც საახალწლო დეკორაციებსა და ფერად ნათურებს ძალიან დიდი ტირაჟით აწარმოებს და ბაზრის 60%-ზე მეტს მოიცავს კიდეც.

გაეროს Comtrade-ის მონაცემების მიხედვით, ნაძვის ხეების განათების უდიდესი წილი ჩინეთზე მოდის და გლობალურად, მსოფლიოს 66%-ში ახდენს ექსპორტს. ასევე ჩინეთზე მოდის სხვა საშობაო დეკორაციების ექსპორტის 90%, სანთლებისა და ბუნებრივი ხეების გარდა.

როგორც სტატიაში მოყვანილი დიაგრამა ასახავს, წარმოების და ექსპორტის მიხედვით, არცერთი სხვა ქვეყანა ჩინეთთან ახლოსაც არ მიდის. 2021 წლის სტატისიკა ნათლად ასახავს, რომ საახალწლო დეკორაციების ტოპ 5 ექსპორტიორი ქვეყანა მსოფლიოში არის: ჩინეთი, კამბოჯა, ნიდერლანდები, ფილიპინები და გერმანია. აღსანიშნავია, რომ 2022 წელს როგორც ექსპორტის, ასევე შემოსავლის მოცულობა გაიზარდა.

sxss-1672133160.jpg

საშობაო დეკორაციების ბაზარი, გლობალურად, 2022 წელს შვიდ მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ღირს.

აღსანიშნავია, რომ საქართველოშიც ნაძვის ხეების სანათების მთავარი იმპორტიორი ჩინეთია. საქსტატის მონაცემებით, წელს 11 თვეში საქართველომ 1,522 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია შეიძინა, საიდანაც ჩინეთზე თითქმის 83% მოდის. წელს 11 თვეში ჩინეთიდან სანათების იმპორტმა 1,261 მლნ დოლარი შეადგინა.

 

წყარო: statista.com

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share