კარტოფილი ფასები დასტაბილურდა – რა ღირს პროდუქტი ბაზარზე

საქართველოში კარტოფილი ფასები დასტაბილურდა – ამის შესახებ აღნიშნულია EastFruit-ის ანალიტიკოსების მიერ ბაზრის მონიტორინგის მორიგ ანგარიშში. პროდუქტზე ფასები ჯერ კიდევ სექტემბერში გაიზარდა, როდესაც ხანგრძლივი გვალვების შემდეგ ცხადი იყო, რომ სამცხე-ჯავახეთში დიდი მოსავალი არ იქნებოდა. საბოლოოდ, ბაზარი იმპორტის საშუალებით დასტაბილურდა.

უკვე რამდენიმე კვირაა, ერთი კილოგრამი კარტოფილი საშუალოდ 1,80 ლარი ღირს. ანალიტიკოსების თქმით, ფასების ზრდა შეჩერდა იმპორტის დამსახურებით.

2022 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში იმპორტის მოცულობამ 2,2 ათასი ტონა შეადგინა, რაც ბოლო 5 წლის მაქსიმუმს წარმოადგენს. ძირითადი იმპორტიორი ქვეყნებია რუსეთი და ბელარუსი.

მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილის ფასი აღარ მატულობს, ის მაინც ზედა ზღვარზე დარჩა. მაგალითად გასული წლის ამ პერიოდში კილოგრამი კარტოფილის საშუალო ფასი 1,10 ლარს შეადგენდა, წელს კი ეს ფასი 63%-ით მაღალია.

რაც შეეხება ზოგადად იმპორტს, საქსტატის მონაცემებით, 11 თვეში, საქართველომ 5 489 ტონა (2,547 მლნ აშშ დოლარი) კარტოფილის იმპორტი განახორციელა.

რაც შეეხება ტოპ-5 ქვეყანას, საიდანაც წელს პროდუქტი ყველაზე დიდი მოცულობით შევიძინეთ, ჩამონათვალი ასეთია:

  • გერმანია – 1180.8 ტონა (1 063 მლნ აშშ დოლარი)
  • თურქეთი – 1054.8 ტონა (230.3 ათასი აშშ დოლარი)
  • რუსეთი – 719.2 ტონა (185.7 ათასი აშშ დოლარი)
  • ბელარუსი – 703.6 ტონა (192.7 ათასი აშშ დოლარი)
  • აზერბაიჯანი – 527.6 ტონა (300 ათასი აშშ დოლარი)
გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share