ბიძინა ივანიშვილი საკუთარ მილიარდებს ვერ იბრუნებს. ოლიგარქის იურისტების დღევანდელი განცხადება ადასტურებს, რომ ევროპული პოლიტიკური გადაწყვეტილებები საქართველოს ერთპიროვნული მმართველისთვის რეალურ სანქციებად არის ქცეული.
დღეს გავრცელებულ წერილში ივანიშვილის ადვოკატები აღიარებენ, რომ მათი კლიენტი ვერ იბრუნებს არათუ იმ თანხებს, რომლებზეც სასამართლო დავები მიმდინარეობს, არამედ ასობით მილიონსაც, რომლებიც სრულიად სხვა საფინანსო ტრასტების მმართველობაშია, და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადვოკატების წერილში ნათქვამია, რომ ეს პოლიტიკური ზეწოლის შედეგია, და მომავალში ოლიგარქს კიდევ უფრო დიდი სირთულეები ელის.
მთავარი არხი