ექვსსაათიანი ექსპერტიზის შემდეგ სააკაშვილის მდგომარეობას ფსიქიატრები და ნევროლოგები მძიმე შეფასებას აძლევენ. წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ჯგუფმა კლინიკა ,,ვივა მედი” რამდენიმე წუთის წინ დატოვა. დასკვნის მომზადებას კვირაზე მეტი დასჭირდება, თუმცა, პირველადი მონაცემებით, სააკაშვილი იმაზე მძიმე მდგომარეობაშია, ვიდრე გორის ჰოსპიტალში იყო.
დღეს ფსიქიატრებისა და ნევროლოგების ჯგუფი შეხვდა არ მხოლოდ მესამე პრეზიდენტს, არამედ ,,ვივა მედის” სამედიცინო პერსონალსაც. გამოკითხეს, თუ რა მეთოდებით მკურნალობენ სააკაშვილს.
წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სამედიცინო ჯგუფი ამბობს, რომ ფიზიკურად კლინიკას არ გააჩნია ისეთი რესურსი, რომ მესამე პრეზიდენტის განკურნება შეძლონ.
ექსპერტიზის პირველივე დღეს მედიკოსები აცხადებენ, რომ მიხეილ სააკაშვილს არ უტარდება სათანადო მკურნალობა.
მკურნალობა არ არის მიმართული დიაგნოზებზე. შესაბამისად, შედეგი არის ნული. ფაქტი არის ერთი და რეალობაა, რომ შედეგი არ არის.
უნდა უმკურნალონ დიაგნოზს. თავის დროზე პენიტენციურმა სამსახურმა არ დასვა სწორად დიაგნოზი და არ უმკურნალა ადამიანს.
არ მესახება ადეკვატურად ამ კლინიკაში მკურნალობა. საზღვარგარეთ მულტიფუნქციური ცენტრები არსებობს და ვფიქრობ, იქ უნდა იქნას გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი. – აცხადებს ,,ემპათიას” ხელმძღვანელი, მარიამ ჯიშკარიანი
,,ემპათიას” ექსპერტების აცხადებენ, რომ შეეცდებიან, რაც შეიძლება, მოკლე დროში დადონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევის შედეგები.