უკრაინაში კადიროვის კიდევ ერთი მოკავშირე, ვიცე-პოლკოვნიკი ზაურ დიმაევი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცებმა რამზან კადიროვის მოკავშირე, ვიცე-პოლკოვნიკი ზაურ დიმაევი მოკლეს.

მედიის ცნობით, მის რაზმს უკრაინელმა დამცველებმა საარტილერიო ცეცხლი გაუხსნეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გუშინ, 31 მაისს, სოფელ კამიშევახაში პოლკოვნიკი ზაურ დიმაევი  მოკლეს. დაპირისპირების შედეგად, დაიჭრა კიდევ ოთხი ოკუპანტი.

ოფიციალური რუსული წყაროები პოდპოლკოვნიკის გარდაცვალებაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებენ.

გააზიარეთ და მოიწონეთ სტატია:
Pin Share