თბილისი საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი დაიწყო. მოსამართლე გიორგი არევაძემ სასჯელის გადავადების, ან გაუქმების შუამდგომლობაზე უნდა იმსჯელოს.
დღევანდელ პროცესზე ცენტრალური ფიგურა დევიდ სმიტია. ამერიკელი ტოქსიკოლოგი, რომელიც მოსამართლემ უნდა დაკითხოს. ის პროცესზე ამერიკიდან დისტანციურად ჩაერთვება. ამ წუთებში სასამართლოზე სწორედ მასთან დაკავშირებას ცდილობენ.
ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, პროცესს დისტანციურადაც ვერ ესწრება მიხეილ სააკაშვილი.
პროცესის პარალელურად სასამართლოს ეზოში მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები არიან შეკრებილი.